მანჩესტერ სიტის გენდირექტორი: "ჰოლანდის ტრანსფერი საფეხბურთო გადაწყვეტილებაა და არა მარკეტინგული"
"მანჩესტერ სიტის" გენერალურმა დირექტორმა, ფერან სორიანომ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, "ქალაქელებმა" 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "დორტმუნდიდან" 60 მილიონ ევროდ იყიდეს.
"უნდა ითქვას, რომ ყველანი აღფრთოვანებულები ვართ. მაგრამ გულახდილად უნდა გითხრათ: ყველა ტრანსფერს ფეხბურთის გამო ვჩარხავთ და არა მარკეტინგის ან ცნობადობისთვის".
"ასე რომ, ჩიკი (ბეგირისტაინი, "ქალაქელთა" სპორტული დირექტორი), პეპ გვარდიოლა და მთელი ჩვენი გუნდი ძალიან ყურადღებით აფასებს სიტუაციას და გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელებს იმატებს. ამიტომაც ხორციელდება ტრანსფერები".
"ვფიქრობ, მართლები ხართ იმაში, რომ სუპერვარსკვლავად ვითარდება, მაგრამ ამ მიზეზით არ გვიყიდა. შევიძინეთ, რადგან ჩვენი აზრით, ძალიან ბევრ გოლს გაიტანს და საკმარისი ინტელექტი გააჩნია იმისათვის, რათა ჩვენს სისტემას მოერგოს. ჩვენი სათამაშო სისტემა ძალიან რთულია".
"ძალიან რთულია - ეს შესამჩნევია იმ დაძაბულობაში, რომელშიც განიხილება, თუ როგორ ითამაშებს "სიტი". ადაპტაციის გასავლელად ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი უნდა იყო და ვფიქრობთ, რომ ჰოლანდი გაუმკლავდება".
"მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, ეს საფეხბურთო გადაწყვეტილებაა და არა მარკეტინგული. არც ცნობილი სახის მოწვევის სურვილს აქვს ადგილი", - განუცხადა სორიანომ Dr. Football Podcast-ს.