ავტორიზაცია

ლევანდოვსკის ექს-აგენტი: "სურს დაამტკიცოს, რომ ბენზემაზე უკეთესია, ამიტომაც უნდა ბარსაში გადასვლა"

ლევანდოვსკის ექს-აგენტი: "სურს დაამტკიცოს, რომ ბენზემაზე უკეთესია, ამიტომაც უნდა ბარსაში გადასვლა"
თარიღი 27 ივნ 2022, 17:38

"ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი, ცეზარი კუხარსკი ეხმაურება იმ ფაქტს, რომ პოლონელ სუპერვარსკვლავს "ბარსელონაში" გადასვლა სურს.

"ბარსა" და ლევანდოვსკი ამ ტრანსფერისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ვფიქრობ, "ბარსაში" მაინც გადავა. ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Cadena SER-ი.

"ბაიერნზე" ზეწოლა უნდა მოეხდინა, რათა გაეშვათ. მიუნხენელთა ხელმძღვანელებმა იციან, რომ ლევანდოვსკის უკვე დიდი ხანია ესპანეთში თამაში უნდა. გეგმის მიხედვით, ჯერ გერმანიაში უნდა ეთამაშა, შემდეგ ესპანეთში, კარიერა კი აშშ-ში დაესრულებინა".

"ლევანდოვსკის სურს დაამტკიცოს, რომ ბენზემაზე უკეთესია. ეს არის "ბარსაში" გადასვლის კიდევ ერთი მიზეზი".

"ლევანდოვსკი არაფერზე არ ოცნებობს. მისთვის ფეხბურთი სამუშაოა და ძალიან პროფესიონალურად უდგება. "რეალი" და "ბარსა" ერთი დონის გუნდები არიან", - დასძინა კუხარსკიმ.