Sky Sports: დე იონგმა პოზიცია შეიცვალა და მზადაა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს!
"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს, წერს გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელმა პოზიცია შეიცვალა და ინგლისურ გრანდში გადაბარგებაზე თანახმაა. მას "ეშმაკუნების" ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში სურს, ვისთან ერთადაც თავის დროზე "აიაქსში" მუშაობდა.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" 25 წლის ფეხბურთელის 80 მილიონ ევროიან ტრანსფერზე კომპრომისის მიღწევასთან ახლოს არიან.
მოგეხსენებათ, "ბლაუგრანამ" ფრენკი 2019 წლის ზაფხულში ამსტერდამული კლუბიდან 86 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა.
გასულ სეზონში დე იონგმა კატალონიური გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.