ავტორიზაცია

მხარეები უკვე ბოლო დეტალებს აგვარებენ — დი მარია ცალი ფეხით ახალ გუნდშია!

მხარეები უკვე ბოლო დეტალებს აგვარებენ — დი მარია ცალი ფეხით ახალ გუნდშია!
თარიღი 27 ივნ 2022, 18:46

"პარი სენ ჟერმენის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსს" შეუერთდება.

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, არგენტინელი გარემარბი ტურინულ გრანდთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამჟამად მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ და ბიუროკრატიულ საკითხებს წყვეტენ.

34 წლის სუპერვარსკვლავს, რომელიც ამ თვეში თავისუფალი აგენტი ოფიციალურად ხდება, ევროპაში კიდევ ერთი სეზონის გატარება სურს, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავროს, შემდეგ კი არგენტინაში დაბრუნებას აპირებს. სამშობლოში ანხელი კიდევ რამდენიმე სეზონს გაატარებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსის" რიგებში დი მარიას ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება.

გასულ სეზონში გამოცდილმა სამხრეთამერიკელმა "პსჟ"-ს მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.