ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი: "თუ ბარსა შემუშავებულ ეკონომიკურ ხელშეკრულებას აამოქმედებს, ლევანდოვსკის იყიდის"

ლა ლიგის პრეზიდენტი: "თუ ბარსა შემუშავებულ ეკონომიკურ ხელშეკრულებას აამოქმედებს, ლევანდოვსკის იყიდის"
თარიღი 27 ივნ 2022, 19:54

ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს სურს, რომ "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონაში" გადაბარგდეს.

"ვიმედოვნებ, ლევანდოვსკი "ბარსელონაში" გადავა და კარგ სეზონს ჩაატარებს. იმედი მაქვს, ბერკეტი, რომელიც მან აამოქმედა, "ბარსაში" მიიყვანს, რადგან რობერტი "ბაიერნისა" და ევროპული ფეხბურთის ლეგენდაა".

"თუ "ბარსას" მიერ დამტკიცებული ეკონომიკური ხელშეკრულება ძალაში შევა, მაშინ ლევანდოვსკის ტრანსფერის გაჩარხვა შესაძლებელი გახდება. თუ ოპერაციები გააქტიურდება, მაშინ "ბარსა" მის შეძენას მოახერხებს", - ციტირებს ტებასის სიტყვებს Diario Sport-ი.

შეგახსენებთ, გარკვეული პერიოდის წინ, კლუბის წევრებმა რამდენიმე ფინანსური ოპერაცია დაამტკიცეს.

პირველი, "ბარსას" დირექტორთა საბჭომ კომპანია Barça Licensing & Merchandising-ის 49,9%-ის გაყიდვის ნებართვა მიიღო. კლუბის შეფასებით, ამ გარიგებით მინიმუმ 200 მილიონ ევროს მიიღებს. ამასთანავე, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" აქციების უკან გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

მეორე, კლუბს უახლოესი 25 წლის მანძილზე სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვაზე მწვანე აუნთეს. ყოველ 10%-ზე "ბარსა" 200 მილიონს მოითხოვს.