ავტორიზაცია

პსჟ-მ ინტერს შკრინიარის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო და ფეხბურთელი შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა

პსჟ-მ ინტერს შკრინიარის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო და ფეხბურთელი შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 27 Jun 2022, 20:29

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას "ინტერის" ცენტრალური მცველის, მილან შკრინიარის ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულება ამ კვირაში სურს.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, პარიზელებმა "ნერაძურის" 60 მილიონი ევრო და ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი შესთავაზეს, თუმცა მილანელებმა ეს წინადადება იუარეს.

"ინტერის" ბოსები 80 მილიონს ითხოვენ - ნაღდი ანგარიშსწორებით. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში "პსჟ" ახალ შეთავაზებას გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის სლოვაკ უკანახაზელს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში შკრინიარმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა.