ავტორიზაცია

იუვენტუსში ტრანსფერი გადაწყვეტილია — პოგბა ტურინში რონალდუს მდიდრულ ვილაში იცხოვრებს

იუვენტუსში ტრანსფერი გადაწყვეტილია — პოგბა ტურინში რონალდუს მდიდრულ ვილაში იცხოვრებს
თარიღი 27 ივნ 2022, 20:42

"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, პოლ პოგბა "იუვენტუსში" გადაბარგების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს სახლში იცხოვრებს.

29 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი ტურინში 1000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ მამულში გადავა, რომელიც პოროტუგალიელს 2021 წლის აგვისტომდე ჰქონდა ნაქირავები.

ვილას აქვს სავარჯიშო დარბაზი, სპა, საცურაო აუზი, თურქული აბანო, საუნა, ოთხი საძინებელი, ცალკე ლუქსი, აპარტამენტები პერსონალისთვის, უზარმაზარი პარკი, დიდი ავტოფარეხი, უსაფრთხოების სამსახური.

პოგბა, რომელიც 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ოფიციალურად გახდება, "იუვენტუსში" უახლოეს დღეებში უნდა გადავიდეს.

გასულ სეზონში პოლმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასიც მიითვალა.

იხილეთ ფოტო