ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლოს ანჯელესმა გარეტ ბეილის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ლოს ანჯელესმა გარეტ ბეილის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 27 ივნ 2022, 22:01

„ლოს ანჯელესმა“ გარეტ ბეილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

უელსელი „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და MLS-ის გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს აფორმებს, კიდევ 18 თვით გახანგრძლივების პერსპექტივით.

„ლოს ანჯელესში გადმოსვლით ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის შესაფერისი ადგილია, ისევე როგორც დრო.

მოუთმენლად ველი გუნდთან მუშაობის დაწყებას და მინდა, ერთად ტიტულები მოვიგოთ.“ - აღნიშნა ბეილმა.

უელსელი ფეხბურთელი „რეალს" 2013 წლიდან ეკუთვნოდა, სადაც „ტოტენჰემიდან" 100 მილიონ ევროდ გადავიდა.