ავტორიზაცია

რეალმა მარკო ასენსიოს და დანი სებალიოსის ფასი დაასახელა - ორივეს წასვლის შანსი საკმაოდ მაღალია

რეალმა მარკო ასენსიოს და დანი სებალიოსის ფასი დაასახელა - ორივეს წასვლის შანსი საკმაოდ მაღალია
თარიღი 27 ივნ 2022, 23:01

„რეალმა“ ამ ზაფხულს შესაძლოა მარკო ასენსიო და დანი სებალიოსი გაყიდოს.

მადრიდელები მზად არიან ესპანელი ნახევარმცველების თაობაზე შემოთავაზებები მოისმინონ, რომლებთაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურებათ.

Goal.com-ის ინფორმაციით, „რეალს“ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გაყიდოს ეს ფეხბურთელები ამ ზაფხულსვე, თუ ახალი კონტრაქტები შესთავაზოს, თუმცა თანამშრომლობის გაგრძელება მათთან ადვილი არ იქნება, რადგან ორივეს ხელფასის მომატება სურს, რის გაკეთებასაც „რეალი“ არ აპირებს.

გაყიდვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „ბლანკოსი“ ასენსიოს 30-35 მილიონ ევროდ აფასებს, სებალიოსს კი 12-15 მილიონ ევროდ.

ასენსიოს შეძენა „მილანს“ სურს, სებალიოსით კი მისი ყოფილი კლუბი „ბეტისი“ ინტერესდება.