ავტორიზაცია

სიტის დირექტორი: "რეალი პსჟ-სთანაც, ჩელსისთანაც, ჩვენთანაც და ლივერპულთანაც წაგებას იმსახურებდა"

სიტის დირექტორი: "რეალი პსჟ-სთანაც, ჩელსისთანაც, ჩვენთანაც და ლივერპულთანაც წაგებას იმსახურებდა"
თარიღი 27 ივნ 2022, 22:27

„მან სიტის“ გენერალურმა დირექტორმა, ფერან სორიანომ, მადრიდის „რეალის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ისაუბრა.

„ყველა „რეალის“ ბოლოდროინდელ წარმატებებზე ლაპარაკობს, მაგრამ მგონი, სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ მათ ცოტა გაუმართლათ.

ვფიქრობ, ეს გუნდი წაგებას იმსახურებდა როგორც „პსჟ-სთან“, „ისე „ჩელსისთან“, „სიტისთან“ და „ლივერპულთან“ დაპირისპირებებშიც.

ახლა ხალხს არ ახსოვს, მაგრამ 1980-ში და 1990-ებში „რეალს“ უბრალოდ ჩინებული გუნდი ჰყავდა, დაუჯერებელი, რომელსაც ბუტრაგენიო ჰყავდა შეტევაში, მაგრამ მათ ჩემპიონთა ლიგა მაინც ვერცერთხელ ვერ მოიგეს და მუდმივად მარცხდებოდნენ.“ - აღნიშნა სორიანომ.

შეგახსნებებთ, რომ „რეალმა" მერვედფინალში „პსჟ" 3:2 დაამარცხდა, შემდეგ „ჩელსი" 5:4, „სიტი" 6:5 და „ლივერპული" ერთმატჩიან ფინალში 1:0.