ავტორიზაცია

ტუხელს ნეიმარი ძალიან მოსწონს, მაგრამ ტრანსფერს ფეხბურთელის ხელფასი აფერხებს

ტუხელს ნეიმარი ძალიან მოსწონს, მაგრამ ტრანსფერს ფეხბურთელის ხელფასი აფერხებს
თარიღი 28 ივნ 2022, 00:35

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი „ჩელსის“ ყურადღებას იყპრობს.

Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, ბრაზილიელის თამაში ძალიან მოსწონს „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელას თომას ტუხელს, რომელიც ნეიმართან ერთად „პსჟ-ში“ მუშაობდა.

პარიზელები მზად არიან ნეიმარი გაყიდონ, მაგრამ ლონდონური კლუბისთვის მთავარ პრობლემად ბრაზილიელის მაღალი ხელფასი იქნება. 

„ჩლსის“ გარდა, იწერება „მანჩესტერ იუნაიტედზეც“, რომელმაც ნეიმარის შეძენა შესაძლოა იმ შემთხვევაში სცადოს, თუ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ დატოვებს.

ხშირად ისმის „იუვენტუსის“ სახელიც - თითქოს, „პსჟ-მ“ ტურინელებს ნეიმარის გადაბირება პირადად შესთავაზეს.