ავტორიზაცია

"4-3-3, ტიკი-ტაკა - ბარსელონა წარსულით ცხოვრობს, ფეხბურთი შეიცვალა", - რონალდ კუმანი

"4-3-3, ტიკი-ტაკა - ბარსელონა წარსულით ცხოვრობს, ფეხბურთი შეიცვალა", - რონალდ კუმანი
თარიღი 28 Jun 2022, 10:29

„ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, გუნდის ფილოსოფია და ამჟამინდელი სათამაშო ხედვა გააკრიტიკა.

„როგორც ნიდერლანდელი, მე თამაშში დომინაციის მომხრე ვარ. თუ ხუთი მცველით თამაშობ, საიდანაც 3 ცენტრალურია, არ შეიძლება ვინმემ დაცვითი თამაშის სტილში დაგადანაშაულოს.

ამ სქემით 3 თუ 4 თვით ადრე თამაშისას, ჩვენ ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო თამაშები ჩავატარეთ, ყველაზე გამორჩეული კი „ბილბაოსთან" თასის ფინალი იყო.

„ბარსელონა" წარსულით ცხოვრობს: 4-3-3, ტიკი-ტაკა. არადა, ფეხბურთი შეიცვალა. ახლა ის უფრო სწრაფია, ბევრად მომთხოვნი. არ შეიძლება წარსულით ცხოვრობდე." - აღნიშნა „ბარსას" ექს-დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ კუმანმა „ბარსელონა" 2020 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გუნდში 2021 წლის ნოემბრამდე დარჩა, რა პერიოდშიც კოპა დელ რეის მოგება შეძლო.