ავტორიზაცია

დემბელეს ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერც სხვა ევროპული კლუბები ახერხებენ

დემბელეს ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერც სხვა ევროპული კლუბები ახერხებენ
თარიღი 28 ივნ 2022, 11:48

30 ივნისი და კონტრაქტის ამოწურვა ახლოვდება, მაგრამ უსმან დემბელეს ჯერაც არ აქვს გადაწყვეტილი, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

Onze-ს ეთერში ჟურნალისტმა ხავი ტორესმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელს „ბაიერნი" და „ჩელსი" უფრო დიდ ფულს და სარფიან კონტრაქტებს სთავაზობენ, ვიდრე „ბარსელონა", თუმცა მათი შემოთავაზებაც საკმაოდ შორსაა იმისგან, თუ რეალურად მისი მიღება სურს დემბელეს.

ფრანგის პრიორიტეტი კატალონიურ გუნდში დარჩენაა, თუმცა მხარეები შეთანხმებისგან ჯერ ძალიან შორს არიან, რადგან კატალონიური გუნდი არ აპირებს ფეხბურთელს ფინანსური მოთხოვნები დაუკმაყოფილოს.

გასულ სეზონში უსმანმა „ბარსას" მაისურით 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლს და 13 ასისტს მოუყარა თავი. მას გუნდთან კონტრაქტი ორ დღეში ოფიციალურად ეწურება.