ლოს ანჯელესის მფლობელი ბეილის ტრანსფერზე: "MLS-ისთვის ისტორიული მომენტია"
"ლოს ანჯელესის" მფლობელმა, ლარი ბერგმა გარემარბ გარეტ ბეილის დამატებაზე განცხადება გააკეთა.
"ასეთი დონის ფეხბურთელის შეძენა "ლოს ანჯელესისთვის", MLS-ისთვისა და მთელი ამერიკული ფეხბურთისთვის ისტორიული მომენტია".
"მთელი საზოგადოების სახელით, მაქვს პატივი გარეტს, მის მეუღლე ემასა და მათ შვილებს ლოს ანჯელესში მივესალმო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯადოსნური ქალაქი შეუყვარდებათ", - თქვა ბერგმა.
გარეტი 2013 წლის ზაფხულიდან "რეალში" ირიცხებოდა და მადრიდი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. "ბლანკოსის" რიგებში მან ესპანეთის ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 3-3-ჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ტიტულს 4-ჯერ დაეუფლა.
2021/22 წლების სეზონში 32 წლის უელსელმა სუპერვარსკვლავმა "სამეფო კლუბის" ღირსება მხოლოდ 7 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა.