ავტორიზაცია

რეალმა ასენსიოს გაშვება გადაწყვიტა და ფასიც დაადო — ესპანელის შეძენა ორ ევროპულ გრანდს სურს

რეალმა ასენსიოს გაშვება გადაწყვიტა და ფასიც დაადო — ესპანელის შეძენა ორ ევროპულ გრანდს სურს
თარიღი 28 ივნ 2022, 15:49

"რეალის" შემტევი ნახევარმცველი, მარკო ასენსიო არაუგვიანეს 2023 წლის ზაფხულისა მადრიდული გრანდის რიგებს დატოვებს.

როგორც ცნობილი გამოცემა COPE იტყობინება, "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო და 26 წლის ესპანელს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს.

დიდი ალბათობით, ასენსიო უახლოეს თვეებში სამუშაო ადგილს შეიცვლის. მისდამი ინტერესს "ლივერპული" და "მილანი" იჩენენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" ხელმძღვანელობას თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს მიღება სურს.

აღსანიშნავია, რომ ასენსიო "ბლანკოსის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.