ავტორიზაცია

"ყველაფერი მის ნებაზეა დამოკიდებული", - სპორტინგის ექს-მცველი რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე

"ყველაფერი მის ნებაზეა დამოკიდებული", - სპორტინგის ექს-მცველი რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე
თარიღი 28 ივნ 2022, 15:59

"სპორტინგის" ყოფილი მცველი, რობერტუ სევერუ ბეტუ ლისაბონელთა რიგებში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას არ გამორიცხავს.

"ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სურს თავად ფეხბურთელს, მაგრამ მე მინდა, რომ სახლში დაბრუნდეს".

"აუხდენელი ოცნება არ არსებობს. ყველაფერი კრიშტიანუს ნებაზეა დამოკიდებული", - თქვა ბეტუმ Renascença-სთან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს და მისი მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

რონალდუმ პროფესიონალური კარიერა სწორედ "სპორტინგში" დაიწყო, საიდანაც 2003 წელს "ეშმაკუნების" რიგებში გადაბარგდა.