ავტორიზაცია

ხავი დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების მთავარი ინიციატორია და შვებულებიდან ნაადრევად დაბრუნდა

ხავი დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების მთავარი ინიციატორია და შვებულებიდან ნაადრევად დაბრუნდა
თარიღი 28 ივნ 2022, 16:19

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი გუნდის გარემარბის, უსმან დემბელეს მომავალთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებაში აქტიურად მონაწილეობს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იუწყება, სწორედ "ბლაუგრანას" დამრიგებელი იყო ფეხბურთელის აგენტთან დღევანდელი შეხვედრის ინიციატორი, რის გამოც შვებულებიდან ნაადრევად დაბრუნდა.

ხავი ცდილობს, რომ 25 წლის ფრანგი "ბარსელონას" მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტის პირობებზე დათანხმებაში დაარწმუნოს.

გავრცელებული ინფორმაციით, უსმანი მზადაა "ბარსასთან" სხვა კლუბებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ კატალონიელთა ბოლო შეთავაზება არ აკმაყოფილებს.

მოგეხსენებათ, დემბელეს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.