ავტორიზაცია

ბაიერნი ლევანდოვსკის ფასს არ აკლებს, ბარსელონამ საბოლოო შეთავაზება გაამზადა

ბაიერნი ლევანდოვსკის ფასს არ აკლებს, ბარსელონამ საბოლოო შეთავაზება გაამზადა
თარიღი 28 ივნ 2022, 16:28

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

როგორც Sky Sport Deutschland-ი იტყობინება, მიუნხენურმა გრანდმა პოზიცია შეიცვალა და მზადაა 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი გაყიდოს.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ლევანდოვსკის ფასის გასაზრდელად და შესაფერისი შემცვლელის საპოვნელად დროს წელავს.

"ბარსას" მეორე შეთავაზებაზე "ბაიერნს" პასუხი ჯერ არ გაუცია. მიუნხენელები გამოცდილ ფორვარდში კვლავ 60 მილიონ ევროს ითხოვენ.

თავის მხრივ, "ბლაუგრანა" 50 მილიონს ჩამოდის და დარწმუნებულია, რომ ეს თანხა ტრანსფერის დასახურად საკმარისი იქნება.

აქამდე არსებული ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 60 მილიონი ეზედმეტებათ, რობერტის ასაკისა და აგრეთვე, 2023 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გამო.

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 46 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც მიითვალა.