ავტორიზაცია

აიაქსი დიდ ფულს ითხოვს — გაირკვა, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს მანჩესტერს სასურველ ფეხბურთელებში

აიაქსი დიდ ფულს ითხოვს — გაირკვა, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს მანჩესტერს სასურველ ფეხბურთელებში
თარიღი 28 ივნ 2022, 16:46

"აიაქსის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ იუნაიტედისგან" თავდამსხმელ ანტონისა და მცველ ლისანდო მარტინესის სანაცვლოდ დიდ ფულს მოითხოვს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, მანჩესტერულ კლუბს აცნობენენ, რომ გარემარბისა და უკანახაზელის სანაცვლოდ დაახლოებით 130 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 150 მლნ ევრო) გადახდა მოუწევს.

ასე და ამგვარად, ამსტერდამელები ანტონის 70-80 მილიონ ფუნტად (80-90 მლნ ევრო) აფასებენ, ხოლო მარტინესს - 45-50 მლნ ფუნტად (52-57 მლნ ევრო).

"ბარსელონასგან" განსხვავებით, რომელთანაც "იუნაიტედი" ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, "აიაქსი" არ არის იძულებული თავისი მოთამაშეები გაასხვისოს. ამიტომაც, როგორც "ეშმაკუნების" ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგსა და კლუბის დირექტორ ჯონ მერტოს უთხრეს, ამ ფეხბურთელებს მხოლოდ დიდი ფულის სანაცვლოდ გაყიდიან.

ლისანდროს გადაბირება "არსენალსაც" უნდა, რომელიც ამჟამად უფრო ხელსაყრელ პოზიციაშია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" დე იონგის ტრანსფერის წარმატებით დახურვას ელის. კატალონიელებს ჰოლანდიელში 80 მილიონი ევროს მიღება უნდოდათ. მანიკუნიანელები დაახლოებით 63 მლნ ევროს იხდიან. სავარაუდოდ, "ბარსა" ამ წინადადებას დათანხმდება. ხელშეკრულებაში ჩაიდება ბონუსების პუნქტიც, რომელთა ხარჯზეც სატრანსფერო ფასი შესაძლოა გაიზარდოს.

ამ კვირაში "იუნაიტედი" კრისტიან ერიქსენისგან ელოდება პასუხს. 30 წლის დანიელს "ევერტონი", "ნიუკასლი", "ლესტერი" და "ბრენტფორდიც" ეპატიჟებიან.

"ემიუ" ანდრეას პერეირას "ფულემში" გაყიდვის თაობაზე მუშაობს. "იუნაიტედი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 10 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 11,5 მლნ ევრო) ითხოვს.