ავტორიზაცია

AS: რეალში კროოსის მომავალი 2022/23 წლების სეზონის მიმდინარეობისას გაირკვევა

AS: რეალში კროოსის მომავალი 2022/23 წლების სეზონის მიმდინარეობისას გაირკვევა
თარიღი 28 ივნ 2022, 16:57

მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველის, ტონი კროოსის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის დღევანდელი პირველი გვერდი გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებულ სიტუაციას ეძღვნება.

32 წლის ნახევარმცველს "სამეფო კლუბთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება და მხარეები თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან.

ტონი მომავალი სეზონის მიმდინარეობისას გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა მოიქცეს. შეიძლება "რეალში" დარჩეს, ტოპ დონეზე თამაში შეწყვიტოს ან საერთოდ კარიერა დაასრულოს.

მოგეხსენებათ, კროოსი "ბლანკოსის" ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავს, გუნდს იგი მიუნხენის "ბაიერნიდან" შეუერთდა.

გასულ სეზონში კროოსმა ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" ღირსება 44 მატჩში დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.

მიზეზი, რომლის გამოც ტონი კროოსმა რეალთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა