ავტორიზაცია

რონალდუს აგენტმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შეძენა კიდევ ერთ გრანდს შესთავაზა

რონალდუს აგენტმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შეძენა კიდევ ერთ გრანდს შესთავაზა
თარიღი 28 Jun 2022, 17:22

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი თავი მილანის "ინტერს" შესთავაზა.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება, პორტუგალიელის აგენტი, ჟორჟე მენდეში 37 წლის სუპერვარსკვლავის გადაბირების თაობაზე არა მხოლოდ "რომას", "ნერაძურისაც" დაუკავშირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერმა" კრიშტიანუს შეძენაზე უარი თქვა, რადგან "იუნაიტედში" მისი წლიური ხელფასი დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს და ამხელა ფულის გადახდა არ შეუძლია.

გარდა ამისა, მილანური გრანდის ბოსების გადაწყვეტილებაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ ძალიან მალე გუნდს "ჩელსიდან" რომელუ ლუკაკუ დაუბრუნდება.

ამჟამად იტალიური კლუბი "იუვენტუსის" სხვა ექს-თავდამსხმელის, პაულო დიბალას ხელში ჩაგდებაზეა კონცენტრირებული.

გასულ სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.