ავტორიზაცია

ოფიციალურად: ტაკუმი მინამინო ახალ გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: ტაკუმი მინამინო ახალ გუნდში გადავიდა
თარიღი 28 ივნ 2022, 19:16

"ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი, ტაკუმი მინამინო "მონაკოში" ითამაშებს, იტყობინება ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი.

მონაკოელები იაპონელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდიან, დამატებით 3 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

როგორც აღინიშნება, მინამინომ "მონაკოსთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2026 წლამდე დარჩება.

მოგეხსენებათ, 27 წლის აზიელი მერსისაიდულ კლუბში 2020 წლის იანვრიდან ასპარეზობდა. საერთო ჯამში, მინამინომ "ლივერპულის" რიგებში 55 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

ინგლისურმა გრანდმა თავის დროზე ტაკუმის სანაცვლოდ ავსტრიულ "ზალცბურგს" 8,5 მილიონი გადაუხადა.