ავტორიზაცია

ლაპორტა ლევანდოვსკისა და მის აგენტს ესაუბრა — რას დაჰპირდა ბარსელონას პრეზიდენტი პოლონელს?

ლაპორტა ლევანდოვსკისა და მის აგენტს ესაუბრა — რას დაჰპირდა ბარსელონას პრეზიდენტი პოლონელს?
თარიღი 28 ივნ 2022, 19:24

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა "ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის მობილური ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, გასულ კვირაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელი პოლონელ სუპერვარსკვლავსა და მის აგენტს, პინი ზაჰავის დაუკავშირდა, რათა დაერწმუნებინა, რომ ტრანსფერის გასაჩარხად ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია.

გარდა ამისა, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა 33 წლის ფორვარდს და ზაჰავის მოთმინება სთხოვა.

ლაპორტა კვლავ შეატყობინა ლევანდოვსკის, რომ ამ ზაფხულს "ბარსას" მთავარი სამიზნეა. როგორც რობერტმა თქვა, გარიგების დახურვა 12 ივლისამდე სურს. თუ ეს მოხდება, მაშინ წინასასეზონო მზადებას "ბლაუგრანასთან" ერთად დაიწყებს. ლაპორტას თქმით, ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავის მხრივ, "ბაიერნი" მზადაა გამოცდილი ფორვარდი გაყიდოს და 60 მილიონს ითხოვს. "ბარსას" ეს თანხა ეზედმეტება.

გასულ სეზონში რობერტმა ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 46 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.