ავტორიზაცია

ახალი დეტალები — მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა დე იონგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

ახალი დეტალები — მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა დე იონგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
თარიღი 28 ივნ 2022, 19:34

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, მხარეები ფასზე შეთანხმდნენ - ინგლისური კლუბი 65 მილიონ ევროს გადაიხდის და შეთანხმებაში გარკვეული ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული. მხარეები ამჟამად დეტალებს განიხილავენ. მხარეები მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში დარწმუნებულები არიან.

სავარაუდოდ, დე იონგს "ეშმაკუნებთან" პირადი კონტრაქტის პირობებზე კომპრომისის მიღწევა არ გაუჭირდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფრენკის "ემიუს" ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობის ქვეშ სურს თამაში, ვისთან ერთადაც თავის დროზე "აიაქსში" მუშაობდა.

გასულ სეზონში 25 წლის ჰოლანდიელმა ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.