ავტორიზაცია

ლევანდოვსკი მესამე ადგილს დასჯერდა - ბაიერნის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლევანდოვსკი მესამე ადგილს დასჯერდა - ბაიერნის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს
თარიღი 28 ივნ 2022, 22:30

„ბაიერნის“ გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.

გამოკითხვაში გამარჯვება გუნდის გერმანელმა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა გაიმარჯვა, რომელმაც ხკმების 26% დააგროვა.

მეორე ადგილი ახალგაზრდა ჯამალ მუსიალას ერგო 19%-ით, რობერტ ლევანდოვსკი კი, 18%-ით, მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ხუთეულში მოხვდნენ ასევე მანუელ ნოიერი (10%) და იოზუა კიმიხი (9%).

ბუნდესლიგის გასულ სეზონში მიულერმა 32 მატჩში 8 გოლი და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა, ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირის ჩათვლით 50 მატჩში 46 გოლი შეაგდო.