ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანმა მორიგი სამიზნე გაანიავა - ლილის მცველი პრემიერ ლიგაში გადავიდა

ოფიციალურად: მილანმა მორიგი სამიზნე გაანიავა - ლილის მცველი პრემიერ ლიგაში გადავიდა
თარიღი 29 ივნ 2022, 00:27

ნიდერლანდების ნაკრების 22 წლის მცველი, სვენ ბოტმანი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ბოტმანი „ლილიდან“ „ნიუკასლში“ 40 მილიონ ევროდ გადავიდა და გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ მცველი „აიაქსის“ აღზრდილია, რომლის ახალგაზრდულ გუნდში 2020 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი იჯარით „ჰერენვენში“ გადაბარგდა და თავიც იქ გაითქვა.

ბოტმანის შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა „მილანიც“, თუმცა იტალიელებმა „ლილთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.