ავტორიზაცია

"ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოაგდეს", - მანჩესტერ სიტის გენერალური დირექტორი პერესს დაუკავშირდა

"ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოაგდეს", - მანჩესტერ სიტის გენერალური დირექტორი პერესს დაუკავშირდა
თარიღი 29 ივნ 2022, 10:36

"მანჩესტერ სიტის" გენერალურმა დირექტორმა "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს მადრიდული გუნდის შესახებ ნათქვამი სიტყვები აუხსნა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ფერან სორიანომ, "ქალაქელთა" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილზე საუბრისას, თქვა:

"ჩემპიონთა ლიგა აკვიატება არ არის, ამ ტურნირზეც გჭირდება იღბალი. "რეალს" ცოტა გაუმართლა: "პსჟ"-სთანაც, "ჩელსისთან", ჩვენთანაც და "ლივერპულთანაც" წაგებას იმსახურებდა".

როგორც ესპანელმა ჟურნალისტმა, ხოსეპ პედრეროლმა El Chiringuito-ს ეთერში თქვა, სორიანო პერესს დაუკავშირდა და აუხსნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოაგდეს.

მოგეხსენებათ, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პსჟ" (3:2) დაამარცხა, მეოთხედფინალში "ჩელსი" (5:4), ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტი" (6:5), ხოლო ფინალში "ლივერპულს" მინიმალური ანგარიშით მოუგო - 1:0.