"ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოაგდეს", - მანჩესტერ სიტის გენერალური დირექტორი პერესს დაუკავშირდა
"მანჩესტერ სიტის" გენერალურმა დირექტორმა "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს მადრიდული გუნდის შესახებ ნათქვამი სიტყვები აუხსნა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ფერან სორიანომ, "ქალაქელთა" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილზე საუბრისას, თქვა:
"ჩემპიონთა ლიგა აკვიატება არ არის, ამ ტურნირზეც გჭირდება იღბალი. "რეალს" ცოტა გაუმართლა: "პსჟ"-სთანაც, "ჩელსისთან", ჩვენთანაც და "ლივერპულთანაც" წაგებას იმსახურებდა".
როგორც ესპანელმა ჟურნალისტმა, ხოსეპ პედრეროლმა El Chiringuito-ს ეთერში თქვა, სორიანო პერესს დაუკავშირდა და აუხსნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოაგდეს.
მოგეხსენებათ, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პსჟ" (3:2) დაამარცხა, მეოთხედფინალში "ჩელსი" (5:4), ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტი" (6:5), ხოლო ფინალში "ლივერპულს" მინიმალური ანგარიშით მოუგო - 1:0.