ავტორიზაცია

რიგით მესამე — ჩელსიმ თვალი მანჩესტერ სიტის კიდევ ერთ ფეხბურთელს დაადგა

რიგით მესამე — ჩელსიმ თვალი მანჩესტერ სიტის კიდევ ერთ ფეხბურთელს დაადგა
თარიღი 29 ივნ 2022, 10:50

"ჩელსის" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველის, ალექსანდრ ზინჩენკოს შეძენა უნდა.

როგორც ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი წერს, "არისტოკრატთა" სამიზნეთა სიაში 25 წლის უკრაინელიცაა.

"ჩელსი" "ქალაქელებთან" ორი ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს - გარემარბ რაჰიმ სტერლინგისა და მცველ ნათან აკესი. უცნობია, გამოუვა თუ არა ლონდონურ კლუბს სამივე სასურველი მოთამაშის ხელში ჩაგდება, რადგან, დიდი ალბათობით, მათ სანაცვლოდ დიდი ფულის დახარჯვა მოუწევს.

თავის მხრივ, "სიტი" მზადაა ზინჩენკო სხვა კლუბში გაუშვას, თუ "ბრაიტონის" მარცხენა მცველს, მარკ კუკურელიას იყიდის.

გასულ სეზონში უკრაინელმა ყველა ტურნირზე ერთად მანჩესტერელთა მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.