ავტორიზაცია

ვერატი, რომელიც იბიცაზე რონალდოს ვილაში ისვენებს, გაქურდეს — ზარალი დაახლოებით 3 მილიონია

ვერატი, რომელიც იბიცაზე რონალდოს ვილაში ისვენებს, გაქურდეს — ზარალი დაახლოებით 3 მილიონია
თარიღი 29 ივნ 2022, 10:59

"პარი სენ ჟერმენისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, მარკო ვერატი გაქურდეს, იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.

29 წლის სუპერვარსკვლავი იბიცაზე ისვენებს. აღსანიშნავია, რომ მარკო ლეგენდარული ბრაზილიელის, რონალდოს კუთვნილ ვილაში ცხოვრობს.

დანაშაულის დროს სახლში არავინ არ იმყოფებოდა. პოლიციამ ჯერჯერობით ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა.

ზარალის ოდენობა უცნობია, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 3 მილიონ ევროს შეადგენს. ბოროტმოქმედებმა ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები გამოძიებას ატარებენ.