ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — მანჩესტერი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მცველს იმატებს

შეთანხმება მიღწეულია — მანჩესტერი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მცველს იმატებს
თარიღი 29 Jun 2022, 11:33

"ფეიენოორდის" მარცხენა მცველი, ტირელ მალასაია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან არის ახლოს, იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი.

"ეშმაკუნები" როტერდამულ კლუბს 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეუთანხმდა და 17 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც 2 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

ახლა კი, "იუნაიტედმა" ტრანსფერის დასახურად თავად ჰოლანდიის ნაკრების ახალგაზრდა მცველთან უნდა მიაღწიოს კომპრომისს პირადი კონტრაქტის პირობებზე.

მანიკუნიანელებმა ბოლო მომენტში გააკეთეს "ლიონზე" მომგებიანი შეთავაზება, რომელიც, როგორც აქამდე იწერებოდა, "ფეიენოორდთან" სიტყვიერად იყო შეთანხმებული.

ფრანგები მალასიაში 12 მილიონს იხდიდნენ, დამატებით 3 მილიონს კი ბონუსების სახით ჩამოდიოდნენ.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ფლანგის მცველმა ყველა ტურნირზე ერთად როტერდამელთა მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.