ავტორიზაცია

"გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ვიცი, წარმატებას მიაღწევს", - კლოპი ლივერპულიდან წასულ ფეხბურთელზე

"გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ვიცი, წარმატებას მიაღწევს", - კლოპი ლივერპულიდან წასულ ფეხბურთელზე
თარიღი 29 ივნ 2022, 11:54

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "მონაკოში" გადასული შემტევი ნახევარმცველი, ტაკუმი მინამინო შეაქო.

"რთულია იმის ხილვა, რომ ტაკი მიდის, მაგრამ ეს შესანიშნავი ტრანსფერია, რასაც სრულად იმსახურებს", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს მერსისაიდული კლუბის ოფიციალური საიტი.

"ბრწყინვალე პროფესიონალია, ნიჭიერი ფეხბურთელი. როგორც ადამიანი, სითბოთი აღსავსეა, ყველაში დადებით ემოციებს იწვევს. მწვრთნელის ოცნებაა, გულწრფელად ვამბობ".

"დარწმუნებული ვარ, მოიძებნებიან ისინიც, ვინც იტყვის, რომ მასთან არაფერი გამოგვივიდა, მაგრამ ცდებიან. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები".

"ყოველდღე უკეთესს გვხდიდა - არა მხოლოდ მატჩებში, რომლებშიც თამაშობდა, არამედ თითოეულ ვარჯიშზეც. საქმისადმი იდეალური დამოკიდებულება, გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს".

"ვიცი, "მონაკოში" დიდ წარმატებას მიაღწევს. დარწმუნებული ვარ, სიხარულითა და შურით შევხედავთ მის პროგრესსა და აყვავებას", - დასძინა კლოპმა.