ავტორიზაცია

"ძალიან განიცდის", - ლაპორტამ გაამხილა, თუ როგორ მდგომარეობაშია პიკე შაკირასთან განშორების შემდეგ

"ძალიან განიცდის", - ლაპორტამ გაამხილა, თუ როგორ მდგომარეობაშია პიკე შაკირასთან განშორების შემდეგ
თარიღი 29 ივნ 2022, 12:55

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მდგომარეობაშია გუნდის მცველი, ხერარდ პიკე შაკირასთან განშორების შემდეგ.

მოგეხსენებათ, 35 წლის ესპანელი და კოლუმბიელი მომღერალი ერთად 12 წელიწადი იყვნენ და ორი საერთო შვილი ჰყავთ. გავრცელებული ცნობით, პიკემ მას უღალატა.

"პიკე განიცდის. ჩვენს წარმოდგენაში ფეხბურთელებს აქვთ დიდება, ფული და ყველაფერი, რაც მოგვწონს, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან, პიკე შესანიშნავი ადამიანია", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის სიტყვებს Hola!.

"ერთ-ერთი კაპიტანია, ძალიან გაუმართლა და ჩვენს გუნდს ბევრი სარგებელი მოუტანა".

"მიუხედავად იმისა, რომ იგი, პატარა შვილების მამა, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, გულშემატკივრების მხარდაჭერას და სიყვარულს იმსახურებს. არ მოუსმინოთ ახალ ამბებს, ცდილობენ იგი არასერიოზულ და გრძნობადაკარგულ ადამიანად".

"გამიმართლა, რომ ვიცნობ და ისე ვექცევი, როგორც ადამიანს. არაჩვეულებრივია ადამიანია, ახლა ძალიან განიცდის და უნდა დავეხმაროთ", - დასძინა ლაპორტამ.