პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ნეიმარის აგენტს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო
"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ გუნდის თავდამსხმელის, ნეიმარის მამას აცნობა, რომ ბრაზილიელთან განშორება სურს.
პარიზული კლუბი 30 წლის სუპერვარსკვლავის მამას დაუკავშირდა და სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტების ძიებისკენ მოუწოდა.
ეს ინფორმაცია გაზეთ El País-ს "პსჟ"-ს პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფისთან დაახლოებულმა პირმა დაუდასტურა.
მოგეხსენებათ, ალ ხელაიფიმ აქამდე თავი აარიდა პასუხის გაცემას იმ კითხვაზე, არის თუ არა ნეიმარი კლუბის ახალი პროექტის ნაწილი.
ამან სამხრეთამერიკელი გააბრაზა და უკვე თავადაც განიხილავს საფრანგეთის დედაქალაქიდან აბარგების შესაძლებლობას.
გასულ სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.