ოფიციალურად: ხავი სიმონსმა პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ახალ გუნდში გადავიდა
"პარი სენ ჟერმენის" აწ უკვე ყოფილ ცენტრალურ ნახევარმცველს, ხავი სიმონსს კონტრაქტი ამოეწურა და პარიზი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
19 წლის ჰოლანდიელი კარიერას "პსვ"-ში გააგრძელებს - ეინდჰოვენელებთან "ბარსელონას" აღზრდილმა 2027 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
აღსანიშნავია, რომ სიმონსი "პსჟ"-ში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და საფრანგეთის დედაქალაქში ორი სეზონი გაატარა.
გასულ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა პარიზელთა ღირსება ყველა ტურნირზე ერთად 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი პასი მიითვალა.