ავტორიზაცია

ტოტენჰემი რიშარლისონის სანაცვლოდ ფულს და ფეხბურთელს ჩამოდის, თუმცა ორი სერიოზული კონკურენტი ჰყავს

ტოტენჰემი რიშარლისონის სანაცვლოდ ფულს და ფეხბურთელს ჩამოდის, თუმცა ორი სერიოზული კონკურენტი ჰყავს
თარიღი 29 ივნ 2022, 16:15

"ტოტენჰემი" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ეევრტონის" თავდამსხმელის, რიშარლისონის ხელში ჩაგდებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელით "ჩელსი" და "ბაიერნიც" არიან დაინტერესებულნი.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, "დეზები" მზად არიან რიშარლისონის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი გადაიხადონ და გარემარბი, სტივენ ბერგვაინიც დათმონ.

აქამდე, "ტოტენჰემს" ტრანსფერში ნახევარმცველ ჰარი უინქსის ჩართვა სურდა, მაგრამ "კანფეტებმა" უარი განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბის ბოსები გუნდის ლიდერს 50 მილიონად აფასებენ.

გასულ სეზონში რიშარლისონმა ყველა ტურნირზე ერთად "ევერტონის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.