ავტორიზაცია

კონტრაქტის ხანგრძლივობა და ხელფასიც გარკვეულია — როდის დაიხურება დი მარიას ტრანსფერი?

კონტრაქტის ხანგრძლივობა და ხელფასიც გარკვეულია — როდის დაიხურება დი მარიას ტრანსფერი?
თარიღი 29 ივნ 2022, 16:24

"პარი სენ ჟერმენის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია თავისუფალი აგენტის სტატუსით "იუვენტუსში" გადავა.

არგენტინის ეროვნული ნაკრების 34 წლის ფეხბურთელმა ტურინულ გრანდთან ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ამ დროის განმავლობაში ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს (+ ბონუსები) გამოიმუშავებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც იწერება, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა ტრანსფერს მომდევნო კვირაში დაადასტურებს.

მოგეხსენებათ, დი მარიას ამ ზაფხულს "პსჟ"-სთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, საფრანგეთის დედაქალაქში მან საერთო ჯამში 7 სეზონი ჩაატარა.

გასულ სეზონში ანხელმა ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასიც მიითვალა.