ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — რეალის თავდამსხმელი კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს

შეთანხმება მიღწეულია — რეალის თავდამსხმელი კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს
თარიღი 29 ივნ 2022, 16:39

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი "ფიორენტინაში" გადასვლასთან არის ახლოს, წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

"იებმა" 24 წლის სერბის იჯარა შეათანხმეს, შემდგომი გამოსყიდვის უფლების გარეშე და როგორც აღინიშნება, მისი ხელფასის გარკვეულ ნაწილს მადრიდული გრანდი გადაიხდის.

ცნობისთვის, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა იოვიჩს ყოველწლიურად ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს უხდის.

ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ფორვარდი "ფიორენტინაში" სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის და ტრანსფერიც დაიხურება.

გასულ სეზონში იოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" ღირსება 19 მატჩში დაიცვა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.