ავტორიზაცია

ნეიმარის წასვლა სულ უფრო რეალური ხდება, თუნდაც იჯარით - ბრაზილიელს ერთი სერიოზული მსურველი ჰყავს

ნეიმარის წასვლა სულ უფრო რეალური ხდება, თუნდაც იჯარით - ბრაზილიელს ერთი სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 29 ივნ 2022, 22:06

„პსჟ-ს“ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის გუნდიდან წასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

პარიზული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ორივე მხარეს, კლუბსაც და ფეხბურთელსაც განშორება სურს და ამიტომ, ნეიმარის წასვლა ამ ზაფხულსვე შესაძლებელია.

გამომდინარე იქიდან, რომ ნეიმარი „პსჟ-ში“ წლიურად 35 მილიონ ევროს იღებს, მის ტრანსფერზე ბევრი კლუბი პრეტენზიას ვერ აცხადებს, ამიტომ საფრანგეთის ჩემპიონები მზად არიან, ფეხბურთელი იჯარით გაუშვან და ხელფასის ნაწილი თავად გადაუხადონ.

ამ ეტაპზე, ყველაზე რეალურ კანდიდატად „ჩელსი“ მოიაზრება, რომლის ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვაც ნეიმარის „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლაში დაყოლიებას ცდილობს.

როგორც იწერება, ნეი „პსჟ-ს“ ახალი პროექტის გეგმებში არ ჯდება და ხელმძღვანელობას მისი გაშვება ძალიან სურს.