ავტორიზაცია

"არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით", - ლუკაკუს აგენტი მოახლოვებულ ტრანსფერზე

"არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით", - ლუკაკუს აგენტი მოახლოვებულ ტრანსფერზე
თარიღი 29 ივნ 2022, 22:09

რომელუ ლუკაკუს იურისტმა აღნიშნა, რომ „ინტერში“ გადასვლის ყველა საჭირო საბუთი უკვე ხელმოწერილია.

„ყველაფერი მოგვარებულია, ყველა ძალიან კმაყოფილია. ამ დაბრუნების არავის სჯეროდა, შეუძლებლად ეჩვენებოდათ.

თუმცა, ჩვენ თავიდანვე გვქონდა იმედი და „ჩელსის“ ახალ მფლობელთან და „ინტერის“ მენეჯერებთან შეთანხმებას მივაღწიეთ.

შედეგი ასეთია: რომელუ ბრუნდება. იმედია, ის წარმატებული გამოვა. არავინ იცის, რა იქნება ერთ წელიწადში, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჯერ კი, მოდით, ლუკაკუს ბედნიერებით დავტკბეთ.“ - აღნიშნა სებასტიან ლედურმა.

ბელგიელი ფეხბურთელი „ინტერში“ ერთწლიანი იჯარით დაბრუნდება, მისი გამოსყიდვის უფლება მილანურ გუნდს სეზონის ბოლოს არ ექნება.