"რამდენიმე საათის, ან დღის ამბავია", - ინტერის დირექტორმა ლუკაკუს და დიბალას შესაძლო ტრანსფერები შეაფასა
„ინტერის" გენდირექტორმა, ბეპე მაროტამ გუნდში რომელუ ლუკაკუ შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
„ლუკაკუ? ახლა სამუშაო დღეებია და სულ მალე შეთანხმებას ოფიციალურად მივაღწევთ. ჯერჯერობით ტრანსფერის დახურვა არ შეგვიძლია, მაგრამ ეს რამდენიმე საათის, ან უფრო რეალურად, რამდენიმე დღის ამბავია.
ეს არის მიზან, რომელზე მუშაობაც გვსიამოვნებს, რადგან საუბარია იმ ფეხბურთელის დაბრუნებაზე, ვინც ჩვენთან ძალიან კარგად თამაშობდა და გაგვიხარდება, თუ მას სახლში დავაბრუნებთ.
რაც შეეხება დიბალას, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. მის წარმომადგენლებს შევხვდით, ესეც ჩვენი ერთ-ერთი საქმიანობაა: უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, ახალი ვარიანტები ვეძებოთ და მათ შორის არის დიბალაც.
თუმცა, იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ, ინტერესები უნდა დაემთხვეს. ჯერჯერობით, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით." - აღნიშნა მაროტამ.