ავტორიზაცია

ბარსელონა არის მიზეზი, რის გამოც ჩელსი რაფინიას ტრანსფერს ვერ ხურავს - შანსი ჯერ კიდევ არის?!

ბარსელონა არის მიზეზი, რის გამოც ჩელსი რაფინიას ტრანსფერს ვერ ხურავს - შანსი ჯერ კიდევ არის?!
თარიღი 29 ივნ 2022, 22:35

მიუხედავად იმისა, რომ „ლიდსი“ და „ჩელსი“ რაფინია დიასის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელის მომავალი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

როგორც ჟურნალისტი ჟერარდ რომერო იტყობინება, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ დღევანდელ შეხვედრაზე ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილეს.

„ჩელსიში“ ტრანსფერს თავად ფეხბურთელი აჭიანურებს, რომლისთვისაც პრიორიტეტი „ბარსელონაში“ თამაშია და მან თავის აგენტს, ექს-ფეხბურთელ დეკუს სთხოვა, რომ „კამპ ნოუზე“ გადასასვლელად ყველაფერი გააკეთოს.

ჯერჯერობით, ფეხბურთელის შეძენის ფავორიტად მაინც „ჩელსი“ მოიაზრება, რომელმაც „ლიდსთან“ 55-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა, თუმცა ბრაზილიელს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ამ თანხის გადახდას „ბარსელონაც“ დათანხმდება და ის ოცნებას აისრულებს.