ავტორიზაცია

რომას ბარსელონასთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობაზე უარი პსჟ-ს პრეზიდენტმა ათქმევინა

რომას ბარსელონასთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობაზე უარი პსჟ-ს პრეზიდენტმა ათქმევინა
თარიღი 29 ივნ 2022, 23:05

„რომამ“ გამპერის თასზე „ბარსელონასთან“ თამაშზე უარი „პსჟ-ს“ პრეზიდენტის მხრიდან წამოსული ზეწოლის გამო თქვა.

რომაულმა კლუბმა „ბარსასთან“ შეთანხმება ცალმხრივად გაწყვიტა და თამაშზე უარი თქვა, კატალონიელები კი კომპენსაციის მოთხოვნას აპირებენ.

„რომას“ ოფიციალური განცხადების თანახმად, ეს უარი გამოწვეული იყო იმით, რომ კლუბს წინასასეზონო მატჩების კალენდარი შეეცვალა.

თუმცა, Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „რომაზე“ ზეწოლას „პსჟ-ს“ მეთაური და ევროპული კლუბების ასოციაციის მეთაური, ნასერ ალ-ხელაიფი ახდენდა.

ალ-ხელაიფის და „რომას“ მფლობელს დენ ფრიდკინს კარგი ურთიერთობა აქვთ> ამერიკელი ბიზნესმენი თვადაც არის კლუბების ასოციაციის დირექტორთა საწოს წევრი. 

„პსჟ-ს“ მეთაურმა „რომას“ „ბარსასთან“ მატჩის ჩატარებაზე უარი ათქმევინა, რადგან კატალონიური კლუბი - სუპერლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამ ტურნირის აღორძინება სურს.