ავტორიზაცია

კონტრაქტი გაფორმდა - ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები ჩაიბარა

კონტრაქტი გაფორმდა - ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები ჩაიბარა
თარიღი 29 ივნ 2022, 23:22

54 წლის სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ “ანორთოსისი” დატოვა და კვიპროსის ნაკრებში დაინიშნა.

ქეცბაიამ კვიპროსელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და იქ 2026 წლამდე იმუშავებს.

ცნობილია, რომ კვიპროსის ნაკრებში ქეცბაიას დამხმარე სოსო ჭედია იქნება.

კვიპროსის ნაკრები შემდეგ შეხვედრას 24 სექტემბერს, ერთა ლიგაზე, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.