ავტორიზაცია

ლუკაკუ: "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლში დავბრუნდი“

ლუკაკუ: "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლში დავბრუნდი“
თარიღი 30 Jun 2022, 10:29

„ჩელსიდან“ „ინტერში“ დაბრუნებულმა რომელუ ლუკაკუმ ტრანსფერი შეაფასა.

„უძლიერესი ემოციებია, ამ გუნდთან ერთად ერთი წლის წინ დიდი ამბები გადავიტანე. „ინტერმა“ ძალიან ბევრი რამ მომცა და იმედია, იმაზე უკეთაც კი წარმოვიჩენ თავს, ვიდრე წინაზე.

თითქოს სახლში დავბრუნდი. მილანში მე და ჩემი ოჯახი, მეგობრების, ქომაგების და თანაგუნდელების დახმარებით ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით და პირველივე დღიდან ყველა მეხმარებოდა.

მინდა, თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. დაბრუნება ჩემითაც მინდოდა, მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად მარწმუნებდნენ გადმოსვლას. ისინი ჩემთვის ოჯახებივით არიან, ნამდვილი ძმები.“ - აღნიშნა ბელგიელმა ფორვარდმა.

ლუკაკუ „ჩელსიდან“ „ინტერში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა, მილანურ გუნდს მისი ტრანსფერი 8 მლნ ევრო დაუჯდა.