ავტორიზაცია

ჰიონესი: "რაც მე მოვისმინე, ბარსელონას შეუძლია თავი არ შეიწუხოს“

ჰიონესი: "რაც მე მოვისმინე, ბარსელონას შეუძლია თავი არ შეიწუხოს“
თარიღი 30 ივნ 2022, 11:50

„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა „ბაიერნს“ მესამე შეთავაზებით მიმართეს - 40+5 მილიონი ევრო.

„ახალი შემოთავაზების შესახებ არაფერი არ ვიცი. მაგრამ თუ კლუბში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობიდან ვიმსჯელებთ და რაც მე მოვისმინე რამდენიმე საუბარში, „ბარსელონას“ შეუძლია, თავი არ შეიწუხოს.

ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ მგონი, „ბაიერნმა“ გასაგებად აღნიშნა, რომ რობერტი თავის კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს.“ - აღნიშნა რეკორდმაისტერის ექს-პრეზიდენტმა.

პოლონელ ფორვარდს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.