ავტორიზაცია

იმედი ბარსელონასთვის - ბაიერნმა ლევანდოვსკის შემცვლელს როგორც იქნა მიაგნო?!

იმედი ბარსელონასთვის - ბაიერნმა ლევანდოვსკის შემცვლელს როგორც იქნა მიაგნო?!
თარიღი 29 ივნ 2022, 22:13

„ბაიერნი“ სატრანსფერო ბაზარზე რობერტ ლევანდოვსკის პოტენციურ შემცვლელს ეძებს.

პოლონელ ფორვარდს გუნდის დატოვება სურს და ამის შესახებ ღიად განაცხადა, მასზე პრეტენზიას „ბარსელონა“ აცხადებს.

Bild-ის ინფორმაციით, თუ ლევანდოვსკი წავა, „ბაიერნი“ „ლილის“ ამერიკელი ბომბარდირის, ჯონატან დევიდის შეძენას შეეცდება.

ამ ეტაპზე, „რეკორდმაისტერი“ „ბარსელონასგან“ ლევანდოვსკის თაობაზე გაუმჯობესებულ შემოთავაზებას ელოდება, რათა ტრანსფერის მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაირთოს.

კიდევ ერთ ვარიანტად „შტუტგარტის“ თავდამსხმელი საშა კალაიჯიჩი სახელდება, თუმცა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ავსტრიელს პრიორიტეტულ ვარიანტად არ მოიაზრებს.

გასულ სეზონში დევიდმა ლიგა 1-ს 38 მატჩში 15 გოლის გატანა შეძლო.