ფოტო: „9“ დაკავებულია - რომელუ ლუკაკუმ ინტერში უცნაური სათამაშო ნომერი შეარჩია
„ჩელსიდან“ ერთწლიანი იჯარით „ინტერში“ დაბრუნებულმა რომელუ ლუკაკუმ მილანურ გუნდში ნომერი შეარჩია.
როგორც „ნერაძურის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ბელგიელი ფორვარდი გუნდში „90-ნომრიანი“ მაისურით იასპარზებს.
2019-2021 წლებში „ინტერში“ თამაშისას ლუკაკუ 9-ნომრიან მაისურს ატარებდა, თუმცა ეს ნომერი ამჟამად ბოსნიელ ედინ ჯეკოს აქვს დაკავებული, რის გამოც რომელუს სხვა ვარიანტზე მოუწია არჩევნის გაჩერება.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ „ინტერიდან“ „ჩელსიში“ გასულ ზაფხულს 115 მილიონ ევროდ გადავიდა, ახლა კი გუნდში 8 მლნ ევროდ, ერთწლიანი იჯარით დაბრუნდა.