ავტორიზაცია

ტუხელი ლუკაკუს კონტეზე გაეხუმრა: „აი, შენი მამიკო“, ბელგიელს არ მოეწონა

ტუხელი ლუკაკუს კონტეზე გაეხუმრა: „აი, შენი მამიკო“, ბელგიელს არ მოეწონა
თარიღი 30 Jun 2022, 10:54

Goal.com-ის კორესპონდენტმა თომას ტუხელის და რომელუ ლუკაკუს ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ჯერ კიდევ იტალიურ პრესასთან სკანდალურ ინტერვიუმდე, ჩანდა ნიშნები, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. ლუკაკუ არც ისე კმაყოფილი იყო, როგორც მას ტრავმების შემდეგ ეპყრობოდნენ. 

ინტერვიუ ჩაწერიდან 2-3 კვირის შემდეგ გამოქვეყნდა. პრობლემა ისაა, რომ იმდროისთვის სიტუაცია უკვე შეცვლილი იყო. ლუკაკუს ტრავმა აღარ ჰქონდა, სათამაშო პრაქტიკას იღებდა, გოლებიც გაჰქონდა.

„ჩელსის“ მისამართით კრიტიკა, „ინტერის“ ქება იმ მომენტში ლონდონური გუნდის ქომაგებისთვის შეურაცხმყოფელი გამოვიდა და მას გულშემატკივრებთან ერთიერთობა გაუფუჭდა.

იყო კიდევ ერთი ინციდენტი, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი დაწერილა. ვიღაცამ მითხრა, რომ ლუკაკუ ტუხელთან ერთად უყურებდა „ტოტენჰემის“ მატჩს, რა დროსაც გერმანელმა მწვრთნელმა მას ანტონიო კონტეზე მიანიშნა: „აი, შენი მამიკო.“ ეს იყო ხუმრობა, რომელიც არ მოეწონა ლუკაკუს.“ - აღნიშნა ჟურნალისტმა ნიზაარ კინსელამ ერთ-ერთ პოდკასტში.