ავტორიზაცია

"როგორც გავიგე, რონალდუს ტრანსფერი შესაძლოა 7 ივლისს დაიხუროს", - რომას ყოფილი ფეხბურთელი

"როგორც გავიგე, რონალდუს ტრანსფერი შესაძლოა 7 ივლისს დაიხუროს", - რომას ყოფილი ფეხბურთელი
თარიღი 01 ივლ 2022, 11:17

"რომას" ექს-ფეხბურთელის, ანჯელო დი ლივიოს განცხადებით, "მგლები" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე მუშაობენ.

"რამდენიმე წყარო მიდასტურებს, რომ "რომა" კრიშტიანუ რონალდუს შეძენას ცდილობს".

"იმის მიხედვით, რაც ბოლო დღეებში გავიგე, "რომა" ნამდვილად ცდილობს რონალდუს ხელში ჩაგდებას და შესაძლოა, 7 ივლისს კრიშტიანუს "ჯალოროსიში" ტრანსფერი ოფიციალურად დაიხუროს".

"ეს არის წინდაუხედაობა, რასაც საფეხბურთო სამყაროში მუდმივად ვაწყდებით. ბევრი ვეტერანი ფეხბურთელი და სანდო სახე საუბრობს ამაზე".

"გარდა ამისა, ახლო მეგობარსაც ველაპარაკე, რომელიც ტელევიზიაში მუშაობს და რონალდუსთან მოლაპარაკებების შესახებ კლუბის ერთ-ერთი მენეჯერისგან რამდენიმე დღის წინ გამართული ვახშმის დროს შეიტყო", - განუცხადა დი ლივიომ Retesport-ს.